GE / EN
ჩვენ შესახებ
2 მაისი, 2024

კომპანიის შესახებ

სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ დაარსდა 2021 წლის 14 მაისს. კომპანია არის როგორც უნივერსალური მომსახურების, ისე საჯარო მომსახურებისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი.

სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ 2021 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს მიწოდების მომსახურებას სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების სალიცენზიო არეალში, საჯარო მომსახურების სახით დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში.

ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ ეფექტური და საიმედო ელექტროენერგიის მიწოდება ჩვენი მომხმარებლებისთვის.

  • გვქონდეს მაღალი ხარისხის მომსახურება
  • განვახორციელოთ ინვესტიციები კომპანიის სერვისების  განვითარებასა და გაუმჯობესებაში;
  • ყოველთვის ვიმუშაოთ ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
  • ხელი შევუწყოთ ენერგოსექტორის მდგრად განვითარებას.