GE / EN
ხელშეკრულების შესახებ
19 აპრილი, 2024

მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება მიწოდების ხელშეკრულებისა და სემეკის 2020 წლის 13 აგვისტოს N 13 დადგენილებით დამკიცებული საცალო ბაზრის წესებით და მიწოდების ხელშეკრულებით, რომელიც თავის მხრივ დამტკიცებულია სემეკის მიერ. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები გამოაქვეყნოს ვებგვერდზე. მიწოდების ხელშეკრულებასთან მომხმარებელი მიერთებულად ითვლება ხელშეკრულების სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი ეგზემპლარის მიმწოდებლისთვის წარდგენისთანავე. ხელმოწერილ მიწოდების ხელშეკრულებასთან ერთად, მომხმარებელმა მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს:

  1. უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა ან, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს;
  2. მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი პირის არსებობის შემთხვევაში – მისი თანხმობა. მიწოდების ხელშეკრულება დადებულად ითვლება მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიწოდების ხელშეკრულებასთან ზემოხსენებული წესით მიერთებისთანავე. მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ არის საჭირო. ხელმოწერილი ხელშეკრულება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს როგორც ფიზიკურად, მომსახურების ცენტრში წარმოდგენის ასევე ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით.


მიწოდების მომსახურების ტიპებისა და მომხმარებლების კატეგორიების მიხედვით სემეკის მიერ დამტკიცებულია შემდეგი ტიპის ხელშეკრულებები:

უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულება მოსახლეობისათვის

(ჩამოტვირთვა)

უნდა შეავსოს ფიზიკურმა პირებმა, რომლების ელექტროენერგიას მოიხმარენ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის.

უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის

(ჩამოტვირთვა)

უნდა შეავსოს მცირე საწარმოს სტატუსის მქონე იურიდიულმა პირებმა.

მცირე საწარმოს სტატუსი არ აქვს და შესაბამისად ასეთი ხელშეკრულება არ უნდა შეავსოს იურიდიულ პირებმა, თუ:

  • მთელი საქართველოს მასშტაბით (როგორც ენერგო-პროს, ასევე თელასის ქსელზე) ერთი წერტილი მაინც აქვს ისეთი, სადაც მაღალი ძაბვის მომხმარებელია (6/10 კვ და მაღალი ძაბვა) ან ამ ხელშეკრულების ფარგლებში გახდება მაღალი ძაბვის მომხმარებელი,
  • არის საბიუჯეტო ორგანიზაცია,
  • იურიდიული პირი არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმო

საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ხელშეკრულება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის

(ჩამოტვირთვა)

უნდა შეავსოს ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა გარდა მცირე საწარმოს სტატუსის მქონე ორგანიზაციებისა.