31 ივლისი, 2026
მიწოდების მომსახურების საფასურის გადახდის ვადას არეგულირებს სემეკის 13-08-2020-ის #47 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებით“ და მიწოდების ხელშეკრულებით. გადახდის ზუსტი ვადა მოცემულია ელექტროენერგიის ქვითარში. დავალიანების გადახდა შესაძლებელია:
- სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, აბონენტის ნომრის მითითებით, ინტერნეტ და მობაილ ბანკების კომუნალური გადახდების მოდულის საშუალებით, აბონენტის ნომრის მითითებით.
- ასევე, ეპ ჯორჯია მიწოდების შემდეგ საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვის გზით:
- თიბისი ბანკი: GE98TB7767636030100003
- საქართველოს ბანკი: GE20BG0000000499427648
- ლიბერთი ბანკი: GE43LB0114140375188003
- ბაზის ბანკი GE62BS0000000006036715
- ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისას, გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ აბონენტის ან ანგარიშფაქტურის ნომერი.
- დამატებითი საფასურის გარეშე თანხის გადახდა შესაძლებელია სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოფისებში განთავსებული სს „ოპპა“-ს კუთვნილ გადახდის აპარატებში.