21 ნოემბერი, 2024
მიწოდების მომსახურების საფასურის გადახდის ვადას არეგულირებს სემეკის 13-08-2020-ის #47 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებით“ და მიწოდების ხელშეკრულებით. გადახდის ზუსტი ვადა მოცემულია ელექტროენერგიის ქვითარში. დავალიანების გადახდა შესაძლებელია:
- სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, აბონენტის ნომრის მითითებით,
- ინტერნეტ და მობაილ ბანკების კომუნალური გადახდების მოდულის საშუალებით, აბონენტის ნომრის მითითებით.
- ეპ ჯორჯია მიწოდება-ს შემდეგ საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვის გზით. თიბისი ბანკი: GE98TB7767636030100003, საქართველოს ბანკი: GE20BG0000000499427648, ლიბერთი ბანკი: GE43LB0114140375188003. ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისას გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ აბონენტის ან ანგარიშფაქტურის ნომერი.
- დამატებითი საფასურის გარეშე თანხის გადახდა შესაძლებელია სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოფისებში განთავსებული სს „ოპპა“-ს კუთვნილ გადახდის აპარატებში.