6 ოქტომბერი, 2024
კომპანიის შესახებ
სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ დაარსდა 2021 წლის 14 მაისს. კომპანია არის როგორც უნივერსალური მომსახურების, ისე საჯარო მომსახურებისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი.
სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ 2021 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს მიწოდების მომსახურებას სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების სალიცენზიო არეალში, საჯარო მომსახურების სახით დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში.
ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ ეფექტური და საიმედო ელექტროენერგიის მიწოდება ჩვენი მომხმარებლებისთვის.