6 ოქტომბერი, 2024
- შეცვალეთ ჩვეულებრივი ნათურები ენერგოეფექტური ნათურებით. მათი მოხმარება ხუთჯერ დაბალია ჩვეულებრივი ნათურის მოხმარებაზე.
- გამოიყენეთ წერტილოვანი განათება.
- ოთახიდან გამოსვლისას ჩააქრეთ განათება.
- ეცადეთ გამოიყენოთ ენერგოეფექტური საოჯახო ტექნიკა, რადგან ის გაცილებით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს ვიდრე მოძველებული ტექნიკა.
- გათბობის მოწყობილობის შერჩევისას ეცადეთ აირჩიოთ გამათბობელი ტემპერატურის კონტროლით.
- ნუ დატოვებთ მობილური ტელეფონის, ლეპტოპის და სხვა მოწყობილობების დამტენს შეერთებულს.