ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას მოიხმარს საკუთარი საჭიროებისათვის, მოხმარების მიზნის მიხევით იყოფა ორ კატეგორიად: საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა) და არასაყოფაცხოვრებო (საყოფაცხოვრებოს გარდა ყველა). ელექტროენერგიის შესყიდვა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით, საბოლოო მომხმარებელს შეუძლია საბითუმო ბაზარზე, მიმწოდებლის გარეშე, სხვა შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიიღოს მიწოდების მომსახურება. საბოლოო მომხმარებლები მიწოდების მომსახურებისა და საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების განსაზღვრის მიზნებისათვის იყოფა რამოდენიმე ჯგუფად:
საყოფაცხოვრებო მომხმარებლები (მოსახლეობა) – იღებენ საჯარო ვალდებულების სახით არსებულ უნივერსალურ მიწოდებას. შეუძლიათ მიიღონ თავისუფალი მიმწოდებლის მომსახურება.
მცირე საწარმოები – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები, რომელთა კრიტერიუმებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით. მცირე საწარმოები იღებენ საჯარო ვალდებულების სახით არსებულ უნივერსალურ მიწოდებას. შეუძლიათ მიიღონ თავისუფალი მიმწოდებლის მომსახურება.
მსხვილი საწარმო – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები, რომელთა კრიტერიუმებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით. მსხვილი საწარმოები იღებენ საჯარო ვალდებულების სახით არსებულ საჯარო მიწოდებას, თუ ასეთი უფლება საქართველოს მთავრობის მხრიდან არ არის შეზღუდული (16-04-2020 დადგენილება N246). შეუძლიათ მიიღონ თავისუფალი მიმწოდებლის მომსახურება. დღით ადრე ბაზრის გახსნის შემდეგ მხოლოდ მსხვილ მომხმარებლებს შეეძლებათ საბითუმო ბაზარზე ვაჭრობა.
სხვა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები – ყველა სხვა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც არ არის მცირე საწარმო და მსხვილი საწარმო. ასეთი მომხმარებლები იღებენ საჯარო ვალდებულების სახით არსებულ საჯარო მიწოდებას, თუ ასეთი უფლება საქართველოს მთავრობის მხრიდან არ არის შეზღუდული. შეუძლიათ მიიღონ თავისუფალი მიმწოდებლის მომსახურება.