GE / EN
კომპანიის შესახებ
21 დეკემბერი, 2024


სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ დაარსდა 2021 წლის 14 მაისს. კომპანია არის როგორც უნივერსალური მომსახურების, ისე საჯარო მომსახურებისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი.

სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ 2021 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს მიწოდების მომსახურებას სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების სალიცენზიო არეალში, საჯარო მომსახურების სახით დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში.

ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ ეფექტური და საიმედო ელექტროენერგიის მიწოდება ჩვენი მომხმარებლებისთვის.

გვქონდეს მაღალი ხარისხის მომსახურება
განვახორციელოთ ინვესტიციები კომპანიის სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებაში;
ყოველთვის ვიმუშაოთ ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
ხელი შევუწყოთ ენერგოსექტორის მდგრად განვითარებას.