GE / EN
მომხმარებლის პრეტენზია და სადავო საკითხები
21 ნოემბერი, 2024

მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომპანიაში ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი საპრეტენზიო კომისია. კომისია საქმიანობას ახორციელებს თანასწორუფლებიანობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების  დაცვით.

მომხმარებელი უფლებამოსილია, თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, კანონისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესის შესაბამისად, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

კომისიის წევრები

კომისია დაკომპლექტებულია ენერგეტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტებისაგან, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ობიექტურობით.

პრეტენზიების განხილვა

კომისიის მიერ პრეტენზიები განიხილება მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით.

პრეტენზიის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს:

  • „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით;
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებითა“ და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით;
  • კომისიისა და სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით.

პრეტენზიის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომხმარებელს ეცნობება პრეტენზიის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპანია არაუგვიანეს 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს გადაწყვეტილების შესრულებას, ხოლო პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელს განემარტება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის, კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისთვის ან სასამართლოსთვის მიმართვის უფლების თაობაზე.