GE / EN

ხშირად დასმული კითხვები

  • როგორ გადავიხადოთ გადასახადი?

    მომსახურების  საფასურის  გადახდისათვის  დაგჭირდებათ  თქვენი  აბონენტის  ნომრის  ცოდნა.  საფასურის  გადახდა  შესაძლებელია  სწრაფი  გადახდის  აპარატებით  24  საათის  განმავლობაში  როგორც  ნაღდი  ანგარიშსწორებით,  ასევე  საბანკო  ბარათით.

    მომსახურების  საფასურის  გადახდა საბანკო  ბარათით  შესაძლებელია  ინტერნეტ,  მობაილ  ბანკებისა  და  საგადახდო  ონლაინ  გვერდების  საშუალებით.

    მომსახურების  საფასურის  გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე შესაძლებელია: ენერგოკომპანიის მომსახურების ცენტრებში განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატებში (OPA).

    მომსახურების  საფასურის  გადახდა  აუცილებელია  განხორციელდეს  ქვითარში  მითითებულ  ვადაში.

    მომხმარებელი  ვალდებულია  გადაიხადოს  მომსახურების  საფასური, მიუხედავად  იმისა,  მიიღო თუ  არა მან  ქვითარი.

  • როგორ და რა პერიოდულობით ითვლება მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა?

    მომხმარებლის  მიერ  მოხმარებული  ელექტროენერგიის  რაოდენობის  აღრიცხვა  ხორციელდება  სს  „ენერგო-პრო  ჯორჯია“-ს  მიერ  ყოველთვიურად. მოხმარებულ  ელექტროენერგიაზე  ანგარიშსწორების  მიზნით,  საანგარიშსწორებო  მრიცხველების წაკითხვა  ხორციელდება  შესაბამისი  თვის  ბოლო  ოთხ  კალენდარულ  დღეში.

    მომხმარებლებისათვის  მომსახურების  საფასურის  დარიცხვას  თითოეული  დარიცხვის  პერიოდზე ახორციელებს სს „ეპ  ჯორჯია  მიწოდება“   სს  „ენერგო-პრო  ჯორჯია“-ს  მიერ  მოწოდებული  მრიცხველის  ყოველთვიურად  წაკითხვისა  და  აღრიცხვის  მონაცემების  საფუძველზე.

  • როგორ ითვლება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ?

    ელექტროენერგიის  მრიცხველის  ბოლო თვის ჩვენებას  აკლდება  წინა  თვის  ჩვენება  (მრავლდება  აღრიცხვის  კვანძის  საანგარიშო კოეფიციენტზე,  თუ ამ  აღრიცხვის  კვანძის  საანგარიშო  კოეფიციენტი  მეტია  ერთზე),  მიღებული  ელექტროენერგიის  რაოდენობა  მრავლდება  შესაბამის  სამომხმარებლო ტარიფზე  დღგ-ს  ჩათვლით.

  • როგორ ითველბა მოხმარებული ელექტროენეგიის ოდენობა დაზიანებული მირცხველის შემთხვევაში?

    თუ  მოხმარებული  ელექტროენერგიის  აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის  საშუალებით)  გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის  დაზიანების შემთხვევაში),  რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის, ქსელში არსებული აღრიცხვის კვანძისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ხოლო, ასეთი მეთოდით გაანგარიშების შეუძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში  მოხმარებული  ელექტროენერგიის  რაოდენობის  საშუალო  თვიური  მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით).

    არასაყოფაცხოვრებო  მომხმარებლის  შემთხვევაში  დაკვირვების პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე ნაკლები (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით). დაკვირვების პერიოდი შემოსაზღვრული უნდა იყოს მრიცხველის რეალური ჩვენებებით.

  • რას ნიშნავს „ – “ (მინუს) ნიშნით არსებული თანხა ქვითარზე?

    თუ  მოხმარებელმა გადაიხადა  მოსახურების  საფასური  იმაზე  მეტი,  ვიდრე  მოცემულია   მის  ქვითარში,  ზედმეტად  გადახდილი  თანხის  ასახვა  მოხდება  მის  ანგარიშზე  დადებითი  ბალანსის  სახით  და  მისი  გამოყენება  მოხდება  შემდეგი  ანგარიშსწორებისას.  აღნიშნული თანხა  ქვითარში  ჩაიწერება   „ – “  ნიშნით.

  • რა არის დეპოზიტი?

    მიმწოდებელს  უფლება  აქვს,  მოსთხოვოს  მომხმარებელს  დეპოზიტის  წარდგენა შემდეგ შემთხვევებში:

    ა) მომხმარებელი დროებით სარგებლობს უძრავი ქონებით ან მისი ნაწილით;

    ბ) მომხმარებელმა 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მომსახურების საფასური;

    გ) მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;

    დ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს, ამასთან:

    დ.ა)  მომხმარებელს  არ  გააჩნია ქონება, რომელიც, დავის  წარმოშობის  შემთხვევაში, შესაძლებელია, დაექვემდებაროს იძულებით აღსრულებას მიმწოდებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით; ან

    დ.ბ) მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ქონება უფლებრივად დატვირთულია, რაც, დავის წარმოშობის შემთხვევაში, ქმნის მიმწოდებლის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ვარაუდის საფუძველს.

    დეპოზიტი გამოითვლება 12 თვის განმავლობაში დარიცხული მომსახურების საფასურის გაყოფით თვეების იმ რაოდენობაზე, რომლის განმავლობაშიც  ხორციელდებოდა  მოხმარება. იმ  შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ მიწოდების მომსახურების მიღების დაწყებიდან დეპოზიტის მოთხოვნამდე გასული არ არის 12 თვე, დეპოზიტის ოდენობა იმავე წესით გამოითვლება მიწოდების დაწყებიდან მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნამდე პერიოდისთვის.

    მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით ფლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს დეპოზიტი მოსთხოვოს მიწოდების დაწყებამდე, საშუალო თვიური მოხმარების პროგნოზის მიხედვით, არსებული დანადგარების წარმადობისა და სეზონურობის გათვალისწინებით. ამ  შემთხვევაში, მიწოდების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაიანგარიშოს დეპოზიტის ოდენობა ბოლო 6 თვის განმავლობაში დარიცხული მომსახურების საფასურის იმ თვეების რაოდენობაზე გაყოფით, რომლის განმავლობაშიც ხორციელდებოდა მოხმარება.

  • რა შემთხვევაში ბრუნდება დეპოზიტი ანგარიშზე?

    დეპოზიტი  10  დღის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს  ან  მიმწოდებელმა  უარი  უნდა თქვას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე, თუ:

    ა)  მიწოდების  ხელშეკრულება  ვადამდე  შეწყდა  ან  მისი  მოქმედების ვადა  ამოიწურა  და საბოლოო ანგარიშსწორებისას მომხმარებელმა მომსახურების საფასური სრულად დაფარა;

     

    ბ) მომხმარებელი ბოლო 12 თვის განმავლობაში მომსახურების საფასურს იხდიდა ამ წესებით დადგენილ  ვადაში  –  თუ  დეპოზიტი  მოთხოვნილი  იყო იმის  გამო,  რომ  მომხმარებელმა 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მომსახურების საფასური  ან მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;

     

    გ) აღარ არსებობს დეპოზიტის მოთხოვნის სემეკის  2020  წლის  13  აგვისტოს  N47  დადგენილებით  დამტკიცებული  „ელექტროენერგიის საცალო  ბაზრის  წესები“-ს  24-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ან „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძველი, კერძოდ:

    ა) მომხმარებელი დროებით სარგებლობს უძრავი ქონებით ან მისი ნაწილით;

    დ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს, ამასთან:

    დ.ა)  მომხმარებელს  არ  გააჩნია ქონება, რომელიც, დავის  წარმოშობის  შემთხვევაში, შესაძლებელია, დაექვემდებაროს იძულებით აღსრულებას მიმწოდებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით; ან

    დ.ბ) მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ქონება უფლებრივად დატვირთულია, რაც, დავის წარმოშობის შემთხვევაში, ქმნის მიმწოდებლის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ვარაუდის საფუძველს.

  • დავალიანების გადაუხდელობის გამო გათიშული აბონენტისთვის ელექტროენერგიის ადგენა

    მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდების აღდგენა მომსახურების საფასურის  გადახდიდან ან მომხმარებელთან მომსახურების საფასურის ეტაპობრივ გადახდასთან  დაკავშირებით  შეთანხმების დადებიდან არაუგვიანეს 5 საათისა, თუ მომსახურების საფასურის  გადახდა ან მომხმარებელთან მომსახურების საფასურის ეტაპობრივ გადახდასთან  დაკავშირებით    შეთანხმების დადება განხორციელდა:

    ა) 09:00-დან – 16:00 საათამდე პერიოდში, ხოლო შაბათ-კვირას – 09:00-დან – 14:00 საათამდე პერიოდში;

    ბ)   „მაღალმთიანი    რეგიონების   განვითარების   შესახებ“   საქართველოს   კანონით   განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე.

    ელექტროენერგიის მიწოდება უნდა აღდგეს  მომდევნო კალენდარული დღის 12:00 საათამდე, თუ მომსახურების საფასურის  გადახდა ან მომხმარებელთან მომსახურების საფასურის ეტაპობრივ გადახდასთან  დაკავშირებით    შეთანხმების დადება განხორციელდა:

    ა) 16:00 საათის შემდეგ, ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ;

    ბ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ.

  • როგორ უნდა გავაფორმო მიწოდების ხელშეკრულება?

    მიწოდების  ხელშეკრულება შეიძლება  დაიდოს მატერიალური  ან  ელექტრონული  ფორმით.

    მიწოდების ხელშეკრულებასთან მომხმარებელი მიერთებულად ითვლება ხელშეკრულების სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი ეგზემპლარის მიმწოდებლისთვის წარდგენისთანავე. ხელმოწერილ მიწოდების ხელშეკრულებასთან ერთად, მომხმარებელმა მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს:

    იმ უძრავი ქონების საკუთრების/დროებით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მესაკუთრის თანხმობა, სადაც ითხოვს მიწოდებას, ან, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს;

    მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი პირის  თანხმობა  იმ  შემთხვევაში  თუ ის  არ  არის  მომხმარებელი.

    1. საყოფაცხოვრებო  მომხმარებელმა  უნდა  შეავსოს  ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება  საყოფაცხოვრებო  მომხმარებლისთვის;
    2. მცირე  საწარმომ  უნდა  შეავსოს   ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება  არასაყოფაცხოვრებო  მომხმარებლისთვის;
    3. იმ  მომხმარებელმა,   რომელზეც არ ვრცელდება უნივერსალური მომსახურება და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრულ კრიტერიუმებს  უნდა  შეავსოს ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ხელშეკრულება
  • აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა

    აბონენტის  რეგისტრაციის  შეცვლით დაინტერესებულმა პირმა  სს  „ეპ  ჯორჯია  მიწოდებას“ უნდა მიმართოს შესაბამისი განაცხადით,  რომელსაც  დართული  ექნება   პირადობის  დამადასტურებელი  დოკუმენტი, საკუთრების  დამადასტურებელი  დოკუმენტი (უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი  და  უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა)  და  სრულყოფილად  შევსებული  შესაბამისი  მიწოდების  ხელშეკრულება.

  • მიმდინარე სუბსიდიები:

    1.მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები მოსახლეობის სუბსიდია – მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნახევარი, მაგრამ არაუმეტეს 100 კვტსთ-ის შესაბამისი თანხისა. დამფინანსებელი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

    2.მრავალშვილიანი მშობლების სუბსიდია  18  წლამე  ასაკის 4 და მეტი შვილის მშობლები 300 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – არაუმეტეს 20 ლარი,  დამატებით არაუმეტეს 10 ლარი ყოველ მე-5 და მომდევნო არასრულწლოვან შვილზე. დამფინანსებელი – სოციალური მომსახურების სააგენტო,

    3.თბილისის მერიის სოციალური სუბსიდია – 200 ათას სარეიტინგო ქულაზე ნაკლები. ლიმიტები სულზე არის 20-დან 106 ლარამდე. სუბსიდიით იფარება დასუფთავება, წყალი და ელექტროენერგია იგივე მიმდევრობით. სუბსიდია მოქმედებს ნოემბრიდან მარტის ჩათვლით. დამფინანსებელი – თბილისის მერია.

    4. ტარიფის ზრდის სოციალური სუბსიდია– სუბსიდიას იღებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ორი ჯგუფი:

    • 0-დან 70 ათას სარეიტინგო ქულის ჩათვლით – უფინანსდებათ 7333 თეთრი ყოველ მოხმარებულ 1 კვტსთ-ზე,
    • 70 ათასიდან 150 ათასი ქულის ჩათვლით პირებისათვის – სუბსიდია ეხება ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტსთ ელექტროენერგიას და შეადგენს 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრს.

    სუბსიდია მოქმედებს 2022 წლის ბოლომდე. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული პირები სუბსიდიას იღებენ მხოლოდ 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში. ამ სუბსიდიას არ იღებენ პირები, რომლებიც იღებენ მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები მოსახლეობის სუბსიდიას. სუბსიდიის დამფინანსებელია – სოციალური მომსახურების სააგენტო.