იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ქონებაზე, სადაც გსურთ მომხმარებლად რეგისტრაცია, არ არის რეგისტრირებული მომხმარებელი, უნდა მიმართოთ ქსელის ოპერატორს, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ გვერდზე: https://www.energo-pro.ge/ka/ ან დარეკოთ ცხელ ხაზზე: 032 247 17 07. იმ შემთხვევაში, თუ სს ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელზე მიერთების შემდეგ მიწოდების მომსახურება უნდა მიიღოთ ჩვენი კომპანიისგან, გთხოვთ სს ენერგო-პრო ჯორჯიასთვის წარდენილ განაცხადს დაურთოთ სრულყოფილად შევსებული შესაბამისი ტიპის მიწოდების ხელშეკრულება (იხილეთ. ხელშეკრულების შევსების ინსტრუქცია). იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება წარმოდგენილი სრულყოფილად შევსებული მიწოდების ხელშეკრულება, თქვენი ობიექტის ქსელზე მიერთების შემდეგ ვერ დაიწყებთ ელექტროენერგიის მოხმარებას და ობიექტი დარჩება გამორთულ მდგომარეობაში.
21 დეკემბერი, 2024