20 იანვარი, 2026
„ეპ ჯორჯია მიწოდებამ” 2025 წლის ივნისის თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა
“ეპ ჯორჯია მიწოდებამ” ივნისის თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა. სერტიფიკატების გამოყენებით დადასტურდა, რომ ეპ ჯორჯია მიწოდების მომხმარებლების მიერ ივნისის თვეში მოხმარებული სრული ელექტროენერგია, 312,298 მეგავატ საათი, წარმოებულია განახლებადი ენერგიის წყაროებიდან.
