21 დეკემბერი, 2024
იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ქონებაზე, სადაც გსურთ ელექტროენერგიის მომხმარებლად რეგისტრაცია უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და უკვე რეგისტრირებულია სხვა მომხმარებელი, უნდა მოგვმართოთ სტანდარტული განაცხადის ფორმით, რომელშიც მონიშნული იქნება მომხმარებლის ცვლილების შესაბამისი გრაფა. განაცხადთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი სრულყოფილად შევსებული შესაბამისი ტიპის მიწოდების ხელშეკრულება (იხილეთ. ხელშეკრულების შევსების ინსტრუქცია). ხელშეკრულების არარსებობა ან არასრულად/არასწორად შევსებული ხელშეკრულების წარმოდგენა არის განაცხადის ხარვეზის საფუძველი.