მიწოდების მომსახურების ტიპებისა და მომხმარებლების კატეგორიების მიხედვით სემეკის მიერ დამტკიცებულია შემდეგი ტიპის ხელშეკრულებები:
უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულება მოსახლეობისათვის
უნდა შეავსოს ფიზიკურმა პირებმა, რომლების ელექტროენერგიას მოიხმარენ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის.
უნივერსალური მომსახურების ხელშეკრულება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის
უნდა შეავსოს მცირე საწარმოს სტატუსის მქონე იურიდიულმა პირებმა.
მცირე საწარმოს სტატუსი არ აქვს და შესაბამისად ასეთი ხელშეკრულება არ უნდა შეავსოს იურიდიულ პირებმა, თუ:
- მთელი საქართველოს მასშტაბით (როგორც ენერგო-პროს, ასევე თელასის ქსელზე) ერთი წერტილი მაინც აქვს ისეთი, სადაც მაღალი ძაბვის მომხმარებელია (6/10 კვ და მაღალი ძაბვა) ან ამ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა გახდეს მაღალი ძაბვის მომხმარებელი,
- არის საბიუჯეტო ორგანიზაცია,
- იურიდიული პირი არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმო
საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ხელშეკრულება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის
უნდა შეავსოს ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა გარდა მცირე საწარმოს სტატუსის მქონე ორგანიზაციებისა.
ელექტროენერგიის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები დამტკიცებულია სემეკის მიერ და განსხვავებული პირობებით ხელშეკრულების გაფორმება არ შეიძლება. მომხმარებლის მხრიდან ხელშეკრულებაში შესავსებია მხარეთა რეკვიზიტები პირველ გვერდზე და ხელმოწერა გასაკეთებელია ბოლო გვერდზე. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ინსტრუქცია.