GE / EN
მომხმარებლის საინფორმაციო ბარათი
21 დეკემბერი, 2024

ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებასთან დაკავშირებული ურთიერთოებები რეგულირდება ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებით და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – „კომისია“) მიერ 2020 წლის 13 აგვისტოს #47 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებით“ (შემდგომში – „წესები“).

მიმწოდებლის შეცვლა

მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს მიმწოდებელი. მიმწოდებლის შეცვლა უფასოა და ამისათვის საჭიროა მომხმარებელმა იმოქმედოს „წესების“ V თავის (მიმწოდებლის შეცვლის წესები) შესაბამისად.

პრეტენზიების და სადავო საკითხების განხილვა

სს „ეპ ჯორჯია მიწოდებაში“ მოქმედებს მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის წესი. წესის შესაბამისად, მიწოდების მომსახურებასთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ საპრეტენზიო განაცხადით. პრეტენზია განხილული იქნება და პასუხი გეცნობებათ 10 სამუშაო დღის განმავლობაში. მიწოდების მომსახურებასთან დაკავშირებული სადაო საკითხების განხილვის მიზნით მომხმარებელს შეუძლია მიმართოს „კომისიას“ ან/და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს. მისამართი: თბილისი, მიცკევიჩის 19.

ელექტროენერგიის ქვითარში მოცემული თანხის დავალიანების გადახდა შესაძლებელია:

  • სწრაფი გადახდის აპარატების, ინტერნეტ/მობაილ ბანკის კომუნალური გადახდების მოდულის საშუალებით, აბონენტის ნომრის მითითებით,
  • ეპ ჯორჯია მიწოდება-ს შემდეგ საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვის გზით (დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ აბონენტის ან ანგარიშფაქტურის ნომერი).
    • თიბისი ბანკი: GE98TB7767636030100003,
    • საქართველოს ბანკი: GE20BG0000000499427648,
    • ლიბერთი ბანკი: GE43LB0114140375188003,
    • ბაზის ბანკი GE62BS0000000006036715.
  • დამატებითი საფასურის გარეშე თანხის გადახდა შესაძლებელია სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოფისებში განთავსებული სს „ოპპა“-ს კუთვნილ გადახდის აპარატებში.

რეკომენდაციები მოხმარების შემცირებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის სხვა ღონისძიებები

  • შეცვალეთ ჩვეულებრივი ნათურები ენერგოეფექტური ნათურებით. მათი მოხმარება ხუთჯერ დაბალია ჩვეულებრივი ნათურის მოხმარებაზე.
  • გამოიყენეთ წერტილოვანი განათება.
  • ოთახიდან გამოსვლისას ჩააქრეთ განათება.
  • ეცადეთ გამოიყენოთ ენერგოეფექტური საოჯახო ტექნიკა, რადგან ის გაცილებით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს ვიდრე მოძველებული ტექნიკა.
  • გათბობის მოწყობილობის შერჩევისას ეცადეთ აირჩიოთ გამათბობელი ტემპერატურის კონტროლით.
  • ნუ დატოვებთ მობილური ტელეფონის, ლეპტოპის და სხვა მოწყობილობების დამტენს შეერთებულს.

მიწოდების მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ჩვენს ვებ გვერდზე: https://epgeorgiasupply.ge/

მომხმარებლის საინფორმაციო ბარათი (ჩამოტვირთვა)