18 სექტემბერი, 2024
ეპ ჯორჯია მიწოდებამ აგვისტოს თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა
ეპ ჯორჯია მიწოდებამ აგვისტოს თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა. სერტიფიკატების გამოყენებით დადასტურდა, რომ ეპ ჯორჯია მიწოდების მომხმარებლების მიერ 2024 წლის აგვისტოს თვეში მოხმარებული სრული ელექტროენერგია, 398,669 მეგავატსაათი წარმოებულია განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, რომლის შედეგადაც შემცირდა წიაღისეულიდან წარმოებული ელექტროენერგიის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე.