GE / EN
05 თებერვალი, 2025

სს “ეპ ჯორჯია მიწოდება” მომხმარებლებს აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და 112-ის მიერ მოწოდებული  მოკლე ტექსტური შეტყობინების საფუძველზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.

ამინდის მკვეთრი ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ელექტროენერგიის  ობიექტებზე,  განსაკუთრებით, საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე. “ეპ ჯორჯია მიწოდება” მოუწოდებს თავის მომხმარებლებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ქარიშხლის ან სხვა სტიქიური მოვლენის შემთხვევაში, ელექტრული ტრავმების თავიდან ასაცილებლად.

საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე,  გაწვდით სასარგებლო და პრაქტიკულ უსაფრთხოების რჩევებს სტიქიურ სიტუაციებში სახელმძღვანელოდ:

• თუ აღმოჩნდებით ისეთ რაიონში, სადაც ქარიშხალი მძვინვარებს, მაქსიმალურად შორს დაიჭირეთ თავი ელექტრო სადენებისგან, ელექტრო ბოძებისგან, სატრანსფორმატორო ქვესადგურებისგან და სხვა ობიექტებისგან, რომლებიც ელექტროგამანაწილებელი ქსელის ნაწილია;

• თუ გაწყვეტილი სადენი შენიშნეთ, არ მიუახლოვდეთ მას 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე და მიიღეთ ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული მესამე პირების შესვლა საფრთხის ზონაში. დროულად დაუკავშირდით “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ცხელ ხაზს ნომერზე +995322471707 ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს – 112;

• არ მიუახლოდეთ გაწყვეტილ ელექტროსადენებს. თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ელექტრო სადენის გადაადგილება და შეუძლებელია სპეციალიზებული ჯგუფების მოსვლამდე ლოდინი, ეს უნდა გაკეთდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, მინიმუმ 2 მეტრის სიგრძის პლასტმასის ან მშრალი ხის საგნის გამოყენებით;

• ჭექა-ქუხილის დროს არ შეეხოთ ლითონკონსტრუქციებს, ღობეებს, მოაჯირებს და სხვა ლითონის ბარიერებს;

• თუ ჭექა-ქუხილის დროს სახლში იმყოფებით, სასურველია გამორთოთ  ელექტრომოწყობილობები, მაგ.: ტელევიზორი, კომპიუტერი, კონდიციონერი, მაცივარი და ა.შ..

 ყურადღებით და უსაფრთხოების წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ისეთი უბედურ შემთხვევების აცილება, რომლებიც მოიცავენ ადამიანების დაზიანების ან სიკვდილის რისკებს, რაც ამასთანავე დაზოგავს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის დროს.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა კომპანიას, რომელიც ფლობს დიდი ზომის სპეციალურ ტექნიკას და აღჭურვილობას, მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების წესები და სიფრთხილით იმუშაონ ელექტროგადამცემი ხაზებთან.

კლიმატური პირობების გაუარესებასთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შეიძლება შეექმნათ სირთულეები „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს 24-საათიან ქოლ ცენტრთან დაკავშირებისას. სატელეფონო ხაზებზე გადაჭარბებული დატვირთვის შემთხვევაში, კომპანია ახორციელებს დამატებითი პესონალის მობილიზებას არსებული პროცესების დარეგულირების მიზნით.  ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად გამოქვეყნდება კომპანიის ვებგვერდზე.

„ეპ ჯორჯია მიწოდებამ ოქტომბრის თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა

ეპ ჯორჯია მიწოდებამ სექტემბრის თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა.

15 იანვარი, 2025

ეპ ჯორჯია მიწოდებამ ოქტომბრის თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა

ეპ ჯორჯია მიწოდებამ სექტემბრის თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა.

19 დეკემბერი, 2024

„ეპ ჯორჯია მიწოდებამ" ოქტომბრის თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა

ეპ ჯორჯია მიწოდებამ სექტემბრის თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა.

13 ნოემბერი, 2024

„ეპ ჯორჯია მიწოდებამ სექტემბრის თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა

ეპ ჯორჯია მიწოდებამ სექტემბრის თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა.

10 ოქტომბერი, 2024

ეპ ჯორჯია მიწოდებამ აგვისტოს თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა

ეპ ჯორჯია მიწოდებამ აგვისტოს თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა

18 სექტემბერი, 2024

სს ეპ ჯორჯია მიწოდების” სამომხმარებლო ტარიფები შემცირდა

2024 წლის 1 იანვრიდან, სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ მომხმარებლებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი დაუანგარიშდებათ ახალი ტარიფების მიხედვით

15 იანვარი, 2024

„ენერგო-პრო ჯგუფმა“ ესპანეთში 167 მგვტ სიმძლავრის ათი ჰესი შეიძინა

ელექტროენერგიის დამოუკიდებელი მწარმოებელი, ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო“ ეი. ეს. საქმიანობას ესპანეთში გალიციაში აფართოვებს. კომპანიამ დაასრულა Xallas Electricidad y Aleaciones, S.A.U ("Xeal") და Feroe Ventures & Investments S.L.U. ("Feroe") კომპანიების 100% სააქციო კაპიტალის შეძენა წამყვანი გლობალური საინვესტიციო ფირმა SIXTH STREET-გან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩეხური ინვესტიცია ესპანეთში. ტრანზაქციის დასაფინანსებლად „ენერგო-პრო“ ეი. ესმა 300 მილიონი ევროს სესხი მიიღო J.P. Morgan and Goldman Sachs-ისგან. Xeal ფლობს და ამუშავებს 167 მეგავატი სიმძლავრის ათ ჰიდროელექტროსადგურს და ორ ფეროშენადნობ ქარხანას.

06 ოქტომბერი, 2023

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები, 27 ივლისიდან, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, „სს ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის სერვისების საშუალებით გადაიხდიან

„სს ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები, 27 ივლისიდან, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, ,,სს ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის სერვისების საშუალებით გადაიხდიან. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ დავალიანების მქონე მომხმარებლები, 26 ივლისს მიიღებენ გამაფრთხილებელ სმს შეტყობინებას დავალიანების ოდენობის შესახებ და საინფორმაციოდ, იგივე სმს-ში მითითებული იქნება, რომ 27 ივლისიდან დავალიანება უნდა გადაიხადონ „ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის არხების საშუალებით.

27 იანვარი, 2022