GE / EN
მიწოდების ხელშეკრულება და პროცედურა
8 მაისი, 2024

მიწოდების ხელშეკრულება, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები და ხელშეკრულებასთან მომხმარებლის მიერთების პროცედურა

  • მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი უზრუნველყოფს მიწოდებას, ხოლო მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მომსახურების საფასური და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს #13 დადგენილებით დამკიცებული საცალო ბაზრის წესებით და მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
  • მიწოდების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, არანაკლებ 3 თვის ვადით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • მომხმარებელი უფლებამოსილია, რამდენიმე აღრიცხვის კვანძზე მიმწოდებელთან დადოს ერთი მიწოდების ხელშეკრულება.
  • მიწოდების ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:

ა) მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის, მიმწოდებლის რეკვიზიტებს, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული ფოსტა და 24-საათიანი ქოლცენტრის ნომერი);

ბ)  მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის, აბონენტის ნომერს, საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი და მიწოდების მისამართი), მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – ალტერნატიული საკონტაქტო პირის მონაცემებს;

გ) მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს – ასეთი მომხმარებლის არსებობის შემთხვევაში;

დ) მიწოდების დაწყების თარიღს;

ე) მიწოდების ფასს ან კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის პერიოდულობას, წესსა და საშუალებებს;  

ზ) შეტყობინების  გაგზავნისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლის საშუალებებს;

თ) პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებულ პირობებს – მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ამ წესებით დადგენილი პირობების დაცვით;

ი) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

კ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების წესს;

ლ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წარმოეშობა დეპოზიტის მოთხოვნის უფლება;

მ) მითითებას მომხმარებლის იმ ვალდებულებებზე, რომელთა შეუსრულებლობას, შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს მიწოდების შეწყვეტა;

ნ) მითითებას პასუხისმგებლობის გამომრიცხავ (ფორსმაჟორულ) გარემოებებზე;

ო) მითითებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებასა და ამ უფლების განხორციელების პირობებზე;

პ) მომხმარებლის მიერ წინსწრებით გადახდილი თანხის დაბრუნების წესს;

ჟ) მითითებას მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის პრეტენზიის განხილვის წესზე;

რ) მითითებას სადავო საკითხების განხილვის წესზე.

  • მიმწოდებელი ვალდებულია, საყოფაცხოვრებო მომხმარებელსა და მცირე საწარმოსთან მიწოდების ხელშეკრულებები დადოს კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად.
  • მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მომსახურების საფასურის გადახდის პერიოდულობას, წესსა და საშუალებებს;  

ბ)  შეტყობინების  გაგზავნისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლის საშუალებებს;

გ) პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებულ პირობებს – მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ამ წესებით დადგენილი პირობების დაცვით;

დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

ე) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების წესს;

ვ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წარმოეშობა დეპოზიტის მოთხოვნის უფლება;

ზ) მითითებას მომხმარებლის იმ ვალდებულებებზე, რომელთა შეუსრულებლობას, შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს მიწოდების შეწყვეტა;

თ) მითითებას პასუხისმგებლობის გამომრიცხავ (ფორსმაჟორულ) გარემოებებზე;

ი)მითითებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებასა და ამ უფლების განხორციელების პირობებზე;

კ) მომხმარებლის მიერ წინსწრებით გადახდილი თანხის დაბრუნების წესს;

ლ)მითითებას მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის პრეტენზიის განხილვის წესზე;

მ)მითითებას სადავო საკითხების განხილვის წესზე.

  • მიწოდების ხელშეკრულებასთან მომხმარებელი მიერთებულად ითვლება ხელშეკრულების სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი ეგზემპლარის მიმწოდებლისთვის წარდგენისთანავე. ხელმოწერილ მიწოდების ხელშეკრულებასთან ერთად, მომხმარებელმა მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს:

ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა ან, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს;

ბ) მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი პირის არსებობის შემთხვევაში – მისი თანხმობა.

  • მიწოდების ხელშეკრულება დადებულად ითვლება მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიწოდების ხელშეკრულებასთან ზემოხსენებული წესით მიერთებისთანავე.
  • იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე წარედგინა  მესაკუთრის ერთზე მეტი თანხმობა, მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების ხელშეკრულება დადოს იმ მომხმარებელთან, რომელიც მას წარუდგენს უძრავი ქონების მესაკუთრის უფრო ახალ თანხმობას. ამ პუნქტის შესაბამისად მიწოდების ხელშეკრულების დადება წარმოადგენს ამავე უძრავ ქონებაზე მანამდე დადებული მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. რა დროსაც მიმწოდებლის მიერ ხდება აბონენტის ნომერზე მომხმარებლის ცვლილების რეგისტრაცია,