GE / EN
15 იანვარი, 2024

სს ეპ ჯორჯია მიწოდების” სამომხმარებლო ტარიფები შემცირდა

2024 წლის 1 იანვრიდან სს “ეპ ჯორჯია მიწოდების” მომხმარებლებისთვის მოქმედებს ახალი ტარიფები. ცვლილებები შევიდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33-ე დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უნივერალური და საჯარო მომსახურების მომხმარებლებისათვის შემცირდა 3 თეთრით.   

განახლებული ტარიფების ცხრილი:

ცვლილების შესაბამისად, უკვე 2024 წლის 1 იანვრიდან, სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ მომხმარებლებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი დაუანგარიშდებათ ახალი ტარიფების მიხედვით.

ეპ ჯორჯია მიწოდებამ აგვისტოს თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა

ეპ ჯორჯია მიწოდებამ აგვისტოს თვის სრულ მოხმარებაზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატები გაამჟღავნა

18 სექტემბერი, 2024

„ენერგო-პრო ჯგუფმა“ ესპანეთში 167 მგვტ სიმძლავრის ათი ჰესი შეიძინა

ელექტროენერგიის დამოუკიდებელი მწარმოებელი, ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო“ ეი. ეს. საქმიანობას ესპანეთში გალიციაში აფართოვებს. კომპანიამ დაასრულა Xallas Electricidad y Aleaciones, S.A.U ("Xeal") და Feroe Ventures & Investments S.L.U. ("Feroe") კომპანიების 100% სააქციო კაპიტალის შეძენა წამყვანი გლობალური საინვესტიციო ფირმა SIXTH STREET-გან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩეხური ინვესტიცია ესპანეთში. ტრანზაქციის დასაფინანსებლად „ენერგო-პრო“ ეი. ესმა 300 მილიონი ევროს სესხი მიიღო J.P. Morgan and Goldman Sachs-ისგან. Xeal ფლობს და ამუშავებს 167 მეგავატი სიმძლავრის ათ ჰიდროელექტროსადგურს და ორ ფეროშენადნობ ქარხანას.

06 ოქტომბერი, 2023

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები, 27 ივლისიდან, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, „სს ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის სერვისების საშუალებით გადაიხდიან

„სს ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები, 27 ივლისიდან, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, ,,სს ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის სერვისების საშუალებით გადაიხდიან. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ დავალიანების მქონე მომხმარებლები, 26 ივლისს მიიღებენ გამაფრთხილებელ სმს შეტყობინებას დავალიანების ოდენობის შესახებ და საინფორმაციოდ, იგივე სმს-ში მითითებული იქნება, რომ 27 ივლისიდან დავალიანება უნდა გადაიხადონ „ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის არხების საშუალებით.

27 იანვარი, 2022